პროექტის
მთავარი იდეა: მოსწავლეების თხოვნის საფუძველზე
შეირჩა თემა: გალაკტიონის ცხოვრება
და შემოქმედება,
პროექტის
მნიშვნელობა/აქტუალობა: პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში
კვლევის უნარის გამომუშავებას, ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას.
პროექტის
მიზნები: მოსწავლეებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ
გალაკტიონის ფენომენის გამოკვეთაზე, გააკეთონ ეპისტოლარული მემკვიდრეობის ანალიზი, მოემზადონ
პოეტის სამყაროში სამოგზაუროდ, განუვითარდეთ ინფორმაციის
მოძიებიხ, დამუშავების კვლევისა და
დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევა.
მოსწავლეთა
ასაკი-17-18 წელი.
ვადდები-
ხანგრძლივობა; 3-4 დღე.
მოსალოდნელი
შედეგები: მეტი გაიგონ გალაკტიონის შესახებ, ჩაწვდნენ მისი პოეზიის მადლს. ისწავლონ
პროექტებზე მუშაობა, წაიკითხონ პოეტის
ლექსები, წერილები, გაეცნონ მის ცხოვრებასა და შემოქმედებას, გადაიღონ სურათები, მოაწყონ პოეზიის
საღამო, გზა, მეგობრებო, მობრძანდება გალაკტიონი.
წინასწარი
ცოდნა: მოსწავლეები იცნობენ პოეტის ბიოგრაფიას, ნაწილობრივ მის წერილებს, ლექსებს, წაკითხული აქვთ ; ვახტანგ ჯავახაძის ; უცნობი; . რევაზ თვარაძის
; გალაქტიონი და
სასწავლო
მასალა და ტექნიკური საშუალებები;: გალაკტიონის ლექსები, დამხმარე სახელმძღვანელოები, კომპიუტერი, ფოტო აპარატი, აუდიო მასალა.
სასწავლო
პროექტის მსვლელობა
საფეხური
1
აქტივობა
1 მოსწავლეებს ვეკითხები რა ახსოვთ ან რა იციან
საინტერესო გალაკტიონის ცხოვრების შესახებ/? რომელი ლექსი მოსწონთ და რატომ? პასუხებიდან ვღებულობ სიგნალს იმის შესახებ , რა უნდა
გავითვალისწინო მათთან მუშაობაში,
საფეხური
2
აქტივობა
2. ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია გალაკტიონზე.
აქტივობა
3,
საფეხური
3 მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში. მოძიებულ ინფორმაციას თემატურად ალაგებენ,; ბავშვობა, სწავლის
პერიოდი, შემოქმედებითი ცხოვრება,
აქტივობა
4 საფეხური 4,
მოძიებული
და დალაგებული ინფორმაციის შეჯერება ჯგუფებში. მზადება პრეზენტაციისთვის. პროექტი მთავრდება
ამაღლებული განწყობით. მოსწავლეებს მოეწონათ მუშაობა. ისინი ასკვნიან: იმ ღამეს ჭყვიშთან
ვერ დიოდა წყნარად რიონი , თურმე იმ ღამეს
დაიბადა გალაკტიონი;.
პროექტის
შეფასების სქემა
ფასდება შემდეგი აქტივობებით
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
თემის იდეის გაცნობიერება,
მასალის შეგროვება დამუშავება.
დამხმარე და ვიზუალური საშუალებების მოძიება და გამოყენება. |
მოსწავლე ვერ აერხებს თემის გაცნობიერებას, საჭირო
მასალის მოძიებას.
|
უჭირს მიზნისა და თემის
გაცნობიერება, მომზადებული მასალა მწირია.
|
გაცნობიერებული აქვს
თემა, მიზანი. მომზადებული მასალა მდიდარი და მრავალფეროვანია.
|
აუდიტორიასთან კავშირი,
ყურადღების მიპყრობა, მარები, კეთილგანწყობა.
|
უჭირს კავშირის დამყარება
აუდიტორიასთან და მეგობრებთან.
|
ნაწილობრივ ამყარებს
კავშირს.
|
აქვს მხედველობითი
კონტაქტი აუდიტორიასთან.
დამაჯერებელია მისი მანერები. |
ანალიზისა და სინთეზის
უნარი, ორიგინალობა და შემოქმედებითობა, საკუთარი პოზიციის დაცვა.
|
ვერ ავლენს
|
უჭირს.
|
ავლენს ანალიზისა და
სინთეზის უნარს. არის ორიგინალურად მოაზროვნე და შემოქმედებითი. მყარი
არგუმენტებით ახერხებს საკუთარი პოზიციის დაცვას.
|
კავშირი
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ქართული
ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემას და პრობლემას, რომლის
გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი;
·
მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს;
·
არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ (ციტატები,
მოსაზრებები, არგუმენტები, კვლევის შედეგები, ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები და
სხვ.);
·
არჩევს და იყენებს პროექტის საპრეზენტაციოდ სხვადასხვა
ვიზუალურ საშუალებას (პლაკატებს, სქემებს, დიაგრამებს, ასოციაციურ რუკებს და ა. შ.),
რითაც უადვილებს პროექტის აღქმას აუდიტორიას;
·
შესავალში აყალიბებს წინასწარი კვლევის შედეგებს, პროექტის
ძირითად მიმართულებებს და განსაზღვრავს ფორმატს;
·
პროექტის ძირითად ნაწილში წარმოადგენს დასმული პრობლემის
გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებს;
·
დასკვნით ნაწილში განსაზღვრავს მოსალოდნელ შედეგებს;
·
დამაჯერებლად პასუხობს პროექტის შესახებ დასმულ შეკითხვებს.
ქართ. XII. 4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
წინასწარ ამზადებს პრეზენტაციას (განსაზღვრავს პრეზენტაციის
ხანგრძლივობას, არჩევს მთავარ სათქმელს, ამზადებს ვიზუალურ მასალას, ალაგებს მას პრეზენტაციის თანამიმდევრობის
შესაბამისად და ა.შ.);
·
გადის რეპეტიციას მეგობრების, ოჯახის წევრების ან სარკის
წინ (ინიშნავს დროს, ვარჯიშობს მახვილისა და ინტონაციის, მიმიკის მოდიფიცირებაში);
·
პრეზენტაციამდე ეცნობა აუდიტორიას და შეაქვს ცვლილებები
აუდიტორიის ცოდნის დონის, ასაკის, ინტერესების გათვალისწინებით;
·
პრეზენტაციის შინაარსის შესაბამისად ახდენს ხმის მოდულაციას
(მნიშვნელოვან იდეას / აზრს წარმოთქვამს ნელა, ხმამაღლა და შეიძლება დამარცვლითაც,
იყენებს ლოგიკურ მახვილებს);
·
პროექტის ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლამდე აკეთებს
პაუზას და მიმართავს აუდიტორიას, აქვთ თუ არა შეკითხვები პროექტის ამ ნაწილთან დაკავშირებით;
·
ზეპირი გამოსვლისთვის წინასწარ ამოიწერს ბარათებზე
მნიშვნელოვან ფრაზებს, მონაცემებს ან ძირითად თეზისებს, რომლებიც ეხმარება პრეზენტაციის
თანამიმდევრულად წარმართვაში;
·
პრეზენტაციისას ინარჩუნებს მხედველობით კონტაქტს.
პროექტის
ხელმძღვანელი: ნონა ვაშაყმაძე.
ხელმძღვანელის
ელ-ფოსტა: nino8029@gmail.com
ხელმძღვანელის
ვებ-გვერდი: nonavashakmadzeblogspot.com
No comments:
Post a Comment