Sunday, May 12, 2019


               სსიპ მელექედურის საჯარო სკოლის სასკოლო პროექტი ,,ჩვენი სკოლის ეზო“ 
2019 წლის პირველი მაისიდან 8 მაისის ჩათვლით მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები ჩაებნენ სასკოლო პროექტში:,,ჩვენი სკოლის ეზო“. მოსწავლეებმა მასწავლებელ ნონა ვაშაყმაძესთან ერთად განსაზღვრეს პრობლემა, დაისახეს მიზანი, ამოცანა და მიღწევის გზები. სასკოლო პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებს დაესუფთავებინათ სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია, ამოეძირკვათ სარეველა მცენარეები. ამოცანის გადასაჭრელად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, გადანაწილდა ფუნქციები.თავი მოეყარა სამუშაო  იარაღებს. სასკოლო პროექტი გათვალისწინებული იყო მე-9, მე-10 კლასელებისთვის, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ მასში თავიანთი სურვილით მონაწილეობა მიიღო მე-8 კლასელებმაც.
მოსწავლეებმა დაასუფთავეს და გაალამაზეს როგორც  სკოლის ეზო, ასევე  შემოგარენიც. პროექტის შედეგები შეაჯამა პროექტის ხელმძღვანელმა ნონა ვაშაყმაძემ. მან მადლობა გადაუხადა ბავშვებს, ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე და მოსწავლეთა ჩართულობაზე.  მოსწავლეებმა იმსჯელეს მიღწეულ შედეგებზე. მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ასეთი პროექტები ხშირად უნდა ტარდებოდეს  დევიზით :,,სიკეთე გადამდებია“. პროექტის მსვლელობისას გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ასაკი, მათ შესაძლებლობები და ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი.პროექტმა მოსალოდნელ შედეგს მიაღწია. მოსწავლეებს განუვითარდათ:გარემოს დაცვის, შრომის, სკოლის სიყვარულის, ჩართულობის, გუნდურობის უნარ-ჩვევები პასუხისმგებლობის გრძნობა, სოფლის, სკოლისა და საზოგადოების წინაშე.
                          პროექტის ხელმძღვანელი ნონა ვაშაყმაძე









No comments:

Post a Comment